RALLY EXPEDITION 2026

4-5 ივლისი | ჯავახეთის მაღალმთიანეთი

აღმოაჩინე. ისწავლე. დაეხმარე.

ორდღიანი სათავგადასავლო ექსპედიცია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და ნაკლებად ცნობილ რეგიონში — ჯავახეთის მაღალმთიანეთში.

ეს არის მოგზაურობა ადამიანებისთვის, რომლებსაც იზიდავთ თავგადასავალი, ბუნება, უგზოობა, ახალი გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან დაახლოებით 350 კილომეტრს საქართველოს საუკეთესო ოფროუდ მარშრუტებზე, მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს, მაღალმთიან ტბებს, ვულკანურ პლატოებს, უღელტეხილებსა და სოფლების გზებს, რომლებიც უმეტესობას არასოდეს უნახავს.

ეს არის შესაძლებლობა შეისწავლო ნავიგაცია, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნო თანამოაზრეები და ამავე დროს დაეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ყველაზე შორეულ და რთულად მისადგომ რეგიონებში ცხოვრობენ.


Road Book და ნავიგაცია

ექსპედიციის თითოეული მონაწილე მიიღებს Road Book-ს, რომლის დახმარებითაც შეძლებს გაეცნოს რალის ნავიგაციის საფუძვლებს.

მარშრუტის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან:

• Road Book-ის კითხვას

• მანძილების კონტროლს

• ორიენტირებით გადაადგილებას

• რალის ნავიგაციის ძირითად პრინციპებს

უსაფრთხოების მიზნით ექსპედიციას ეყოლება ლიდერი და დამხურავი ეკიპაჟი, თუმცა მონაწილეები მთელი მარშრუტის განმავლობაში მხოლოდ კოლონაში გადაადგილებით არ შემოიფარგლებიან.

მარშრუტი დაყოფილი იქნება რამდენიმე სანავიგაციო მონაკვეთად, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ტემპით იმოძრაონ Road Book-ის გამოყენებით და დამოუკიდებლად იპოვონ გზა შემდეგ შეხვედრის წერტილამდე.

მარშრუტზე განთავსებული იქნება რამდენიმე Rendezvous Point (შეხვედრის წერტილი), სადაც ყველა მონაწილე კვლავ შეიკრიბება. სწორედ ამ ფორმატით შეძლებენ მონაწილეები რეალურ პირობებში გამოსცადონ ნავიგაცია, მიიღონ გამოცდილება და ამავე დროს დარჩნენ უსაფრთხო და კონტროლირებადი ექსპედიციის ნაწილად.

ეს იდეალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს მონაწილეობას Udabno Rally-ში ან სხვა Rally Raid ღონისძიებებში.


საქველმოქმედო მისია

ექსპედიციის ფარგლებში ვეწვევით სოფელ ტაბაწყურსა და სოფელ აბულს, სადაც სპონსორების, პარტნიორებისა და მონაწილეების მხარდაჭერით ადგილობრივ ბავშვებსა და ოჯახებს გადავცემთ წინასწარ შეგროვებულ დახმარებას.

ჰიგიენური საშუალებები, სასკოლო ნივთები, სათამაშოები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები უშუალოდ გადაეცემათ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს დახმარება რეალურ მნიშვნელობას ატარებს.

გვჯერა, რომ ნამდვილი თავგადასავალი მხოლოდ ახალი ადგილების აღმოჩენა არ არის — ის ასევე ნიშნავს სიკეთის გაზიარებას და იმ კვალის დატოვებას, რომელიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც რჩება.


მარშრუტი

დღე I — გზა ტაბაწყურისკენ

ექსპედიცია დაიწყება ლისის ტბიდან.

დილის ბრიფინგის შემდეგ მონაწილეები დატოვებენ ქალაქს და გაემართებიან ჭილის ტბის მიმართულებით.

მარშრუტი გაივლის დიდგორის ველებს, მანგლისის ეროვნული პარკს და მთიან გზებს, რის შემდეგაც ექსპედიცია კლდეკარის უღელტეხილისკენ აიღებს გეზს.

შემდეგ გზა გაგრძელდება წალკის წყალსაცავის გასწვრივ, ვულკანური ზეგნებისა და ღია მაღალმთიანი სივრცეების გავლით.

დღის ბოლოს ექსპედიცია მიაღწევს ტაბაწყურის ტბას — ზღვის დონიდან თითქმის 2 000 მეტრზე მდებარე უნიკალურ მაღალმთიან ტბას, სადაც დასრულდება საქველმოქმედო მისიის პირველი ნაწილი, სოფელ ტაბაწყურში ბავშვებს გადავცემთ საჩუქრებს.

ტაბაწყურში მონაწილეებს დახვდებათ ორგანიზებული ბანაკი:

• კარვების განთავსების სივრცე

• კვების ზონა

• მუსიკა და მეგობრული გარემო

• საპირფარეშო და ხელსაბანი

პირველი დღე დასრულდება ტბის სანაპიროზე, კოცონის, მუსიკისა და მოგზაურობის ისტორიების გაზიარებით.


დღე II — გზა აბულისკენ

მეორე დილა დაიწყება ტაბაწყურის ტბასთან საუზმით.

ამის შემდეგ ექსპედიცია გაემართება აბულის მთისა და აბულის ციხის მიმართულებით.

მონაწილეები გაივლიან ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს, მაღალმთიან საძოვრებსა და უნიკალურ ხედებს, რომლებიც საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავ ლანდშაფტებს შორის ითვლება.

გზად გაიმართება საქველმოქმედო მისიის მეორე ეტაპი სოფელ აბულში, სადაც ადგილობრივ ბავშვებსა და ოჯახებს გადაეცემათ პარტნიორებისა და მონაწილეების მიერ შეგროვებული დახმარება.

მარშრუტი გაგრძელდება საღამოს ტბის, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიებისა და ალგეთის ნაკრძალის მიმართულებით. ამ მონაკვეთებზეც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ Road Book და დამოუკიდებლად ივარჯიშონ ნავიგაციაში შეხვედრის წერტილებს შორის.

დღის ბოლოს ექსპედიცია დასრულდება ორბეთში, სადაც მონაწილეებს დახვდებათ დასკვნითი ღონისძიება და საზეიმო დახურვა.


მონაწილეობის მისაღებად, გადადი რეგისტრაციის გვერდზე, შეიძინე ბილეთი და დაელოდეთ დეტალურ ინფორამციას ელ-ფოსტაზე.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. 🚙🏍️⛰️🎟️


350 კილომეტრი.

ორი დღე.

Rally Raid-ის პირველი გამოცდილება.

და ერთი კეთილი საქმე, რომელიც ამ მოგზაურობას ნამდვილ მნიშვნელობას სძენს.