შემოგვიერთდი სამცხე ჯავახეთის Abuli Expedition-ზე, ეს არის ორდღიანი სათავგადასავლო ექსპედიცია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და ნაკლებად ცნობილ რეგიონში — ჯავახეთის მაღალმთიანეთში.

მოგზაურობა ადამიანებისთვის, რომლებსაც იზიდავთ თავგადასავალი, ბუნება, უგზოობა, ახალი გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობა.

ორი დღის განმავლობაში გავივლით 350 კილომეტრს საქართველოს საუკეთესო ოფროუდ მარშრუტებზე, მოვინახულებთ ისტორიულ ადგილებს, მაღალმთიან ტბებს და ვულკანურ პლატოებს რომლებიც უმეტესობას არასოდეს უნახავს.

ეს არის შესაძლებლობა შეისწავლო ნავიგაცია, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები, გაიცნო თანამოაზრეები და ამავე დროს დაეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ყველაზე შორეულ და რთულად მისადგომ რეგიონებში ცხოვრობენ.

> გააგრძელე კითხვა <